четверг, 11 августа 2011 г.

სადაზღვევო კომპანია


  1.პროექტის სახელწოდება: სადაზღვევო კომპანია.
2. პროექტის მთავარი იდეა: სადაზღვევო კომპანიების შესახებ ინფორმაციების  მოძიება და საუკეთესოს შერჩევა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლე  შეძლებს  სადაზღვევო კომპანიების შესახებ ინფორმაციის  მოძიებას  და მისი ოჯახისათვის საუკეთესოს შერჩევას.
4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეთა მიერ სადაზღვევო ფირმების შერჩევა სამედიცინო ხარჯების გამოანგარიშება. ინფორმაციის მოძიება დაზღვევის უკეთ შერჩევისათვის, ინფორმაციის მოძიება  საქართველოს ცნობილ სადაზღვევო კომპანიებში ოჯახური სამედიცინო დაზღვევის  პირობების შესახებ  და იმის გამოკვლევა თუ რომელი მათგანია  მათი  ოჯახისთვის ყველაზე ხელსაყრელი. ეს  პროექტი მოსწავლეებს განუვითარებს კვლევა -ძიების უნარს. კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარ- ჩვევას.
5.მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი
.ვ6დები/ხანგრძლივობა: 1თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: შეიქმნება პრეზენტაციები  , ცხრილები , დიაგრამები, რომლებიც   გამოქვეყნდება   ბლოგში.
8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.
9.პროექტის მსვლელობა:კლსი გაიყოფა  ორ ჯგუფად, ერთ ჯგუფს მიეცემა I-ვარიანტი: თუ ოჯახის თითოეული წევრი  თვიურად  გადაიხდის 3 ლარს, მაშინ თქვენთვის ექიმის გამოძახების საფასურია  5 ლარი, სატელეფონო  კონსულტაცია უფასოა და ფირმა იხდის თქვენთვის გამოწერილი  ღირებულების 50%-ს.
მეორე ჯგუფს  მიეცემა II-ვარიანტი: თუ  ოჯახის  თითოეული  წევრი  თვიურად  გადაიხდის  5 ლარს ,  მაშინ  თქვენთვის ექიმის  გამოძახებაც  და  სატელეფონო  კონსულტაციაც  უფასოა;  გარდა ამისა, ფირმა  იხდის  თქვენთვის  გამოწერილი  მედიკამენტების  ღირებულების 70%-ს.
1.ვთქვათ, ოთხი  წევრისაგან შედგნილმა  ოჯახმა გასული წლის განმავლობაში ხუთჯერ  გამოიძახა ექიმი  (თითო  ვიზიტი-30ლარი)  , ხოლო მედიკამენტების  შესაძენად სულ 105ლარი დაიხარჯა.   დაზღვევის  რომელ ფორმას  მიანიჭებდით  უპირატესობას?  პასუხი დაასაბუთეთ.
მოსწავლეებს  ევალებათ  შემოთავაზებული მომსახურების პირობების გააზრება არჩევანის გაკეთება მოცემული სიტუაციის მიხედვით, კერძოდ , გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ მიმდინარე წლის სამედიცინო ხარჯები, რის მიხედვითაც მოხდება მომსახურების ფორმის შერჩევა.
მოსწავლეებმა ეს დავალება ასე უნდა შეასრულონ:
1.გასული წლის ხარჯები-  ექიმის გამოძახება-30*5=150ლარი
                                             მედიკამენტები- 105ლარი
                                             სულ: 255ლარი
პირველი  ფორმით დაზღვევის შემთხვევაში ხარჯები იქნებოდა
გადასახადი- 3*4*12=144ლარი
ექიმის  გამოძახება- 5*5=25ლარი
მედიკამენტები- 105*0.5=52.5ლარი

სულ:221.5ლარი
მეორე ფორმითდაზღვევის შემთხვევაში ხარჯები  იქნებოდა:                            
გადასახადი- 5*4*12=240 ლარი
ექიმის გამოძახება-0ლარი
მედიკამენტები-105*0.3=31.5ლარი
სულ: 271.5ლარი
 მარტო ამ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ   ჩავთლით, რომ მიმდინარე წელს იგივე   ხარჯებია მოსალოდნელი, დაზღვევის პირველი ფორმაა ხელსაყრელი.
დაევალება ჯგუფებს: 1.გამოიკითხონ ოჯახის მოზრდილი წევრები, შეაგროვონ შესაბამისი  ინფორმაცია  გადაწყვიტონ - დაზღვევის რომელი ფორმა იქნებოდა მიზანშეწონილი მათი ოჯახისთვის.   2. მოიძიეთ ინფორმაცია საქართველოს ცნობილ სადაზღვევო კომპანიებში ოჯახური სამედიცინო დაზღვევის პირობების შესახებ გამოიკვლიეთ რომელი მათგანია თქვენი ოჯახისთვის ყველაზე ხელსაყრელი.შეგიძლიათ ითანამშრომლოთ მათთან და მოიწვიოთ სკოლაში, დაარიგოთ ბუკლეტები. ამის შემდეგ თითოეული ჯგუფის ლიდერი გააკეთებს პრეზენტაციას კლასის წინაშე და მოხდება პროექტის შეჯამება.
10.საგნებთან კავშირი: მათემატიკა, ეკონომიკა.        
11. პროექტის  ხელმძღვანელი: გულნარა ბერიძე
12.    ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა:gulberi2011@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:gulberi2011.blogspot.com
გაკვეთილის  გეგმა:     სინუსების თეორემა



Комментариев нет:

Отправить комментарий